ლა ლიგას 25-ე ტურში "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ "სევილიას" ჰეთ-თრიკი შეუსრულა, ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა და ნამატჩევს გუნდის მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შეაქო.
"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა, ჯერ ჩემპიონები არ ვართ. წინ ბევრი შეხვედრაა.
კარგი ფეხბურთელები ბევრს ჰყავს - ჩვენ საუკეთესო გვყავს! მესის პირველი გოლი ლამაზად გათამაშებული იყო. ძალიან რთული გახლდათ".
მესიმ "სევილიას" ყველა ტურნირზე 36 გოლი გაუტანა.