ერნესტო ვალვერდე: კარგი ფეხბურთელები ბევრს ჰყავს - ჩვენ საუკეთესო გვყავს!

AutoSharing Option
ლა ლიგას 25-ე ტურში "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ "სევილიას" ჰეთ-თრიკი შეუსრულა, ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა და ნამატჩევს გუნდის მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შეაქო.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თუმცა, ჯერ ჩემპიონები არ ვართ. წინ ბევრი შეხვედრაა.

კარგი ფეხბურთელები ბევრს ჰყავს - ჩვენ საუკეთესო გვყავს! მესის პირველი გოლი ლამაზად გათამაშებული იყო. ძალიან რთული გახლდათ".

მესიმ "სევილიას" ყველა ტურნირზე 36 გოლი გაუტანა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაზე ცუდი მწვრთნელია მარტინოს მერე :)) ბარსაში პრაგმატული ფეხბურთით შედეგს ვერ დადებბ, გუნდი უნდა თამაშობდეს თავისთვის დამახასიათებელი სტილით დღესაც არ იმსახურდბდნენ მოგებას კიარადა ფრესაც კი, პროსტა მესია გამოვიდა გადაწყვიტა თამაშის ბედი :)) მესის გარეშე წარმომიდგენია რა $$$კში იქნებოდა გუნდი, ან რას უხანგრძლივებდნენ ვაფშე, ეს ზაფხულიც და მოეყვანათ ბეტისის/აიაქსის მწვრთნელებიდან რომელიმე, რონალდ კუმანიც გაასწორებდა მარა არცეგაა მომსვლელი და არც ჰოლანდიის ნაკრები მაგის გამშვები, ძლივს ნაკრები ნაკრებს დაამსგავსა და ერთა ლიგასაც დადებს ივნისში
8

სიახლეები პოპულარული