mundodeportivo: კაზემირო ოსკარზეა წარსადგენი

AutoSharing Option
ლა ლიგას 25-ე ტურში "რეალმა" სტუმრად "ლევანტეს" 2:1 2 პენალტით სძლია.

მსაჯის იგნასიო იგლესიასის მიერ 78-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი იყო განსაკუთრებით საეჭვო. ყველა ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ არბიტრის გადაწყვეტილება საკამათო გახლდათ.

"მუნდო დეპორტივო" კი წერს, რომ რეფერიმ აშკარა შეცდომა დაუშვა, რადგან დუკურს კაზემირო არ წაუქცევია, იმ მომენტში ბურთი საჯარიმოდან უკვე გატანილი იყო და ბრაზილიელი ოსკარზეა წარსადგენი.

თანაც, პირველი პენალტისგან განსხვავებით იგლესიასმა ვიდეოგამეორების თავად ნახვა არც ისურვა.

კატალონიურმა "სპორტმა" მატჩის მიმოხილვას ასეთი სათაური წარუმძღვარა - "VAR-ი და არბიტრი "რეალს" გამარჯვებაში დაეხმარნენ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ სამი ჩემპიონთა ლიგის თასი გაუკეთეს მავან ადგილას ეხლა ცდილობენ როგორმე ჩემპიობთა ლიგაზე გამსვლელი ზონიდან არ გავარდეს. ყველაზე სამარცხვინო გუნდი!!!
19
ხო ჩანს ეგ დედა ატირებული გარკვევით,რაღათ უნდათ ასეთი რაღაცეები არვიცი
ზაზა
09:41 25-02-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული