"ბარსელონამ" "რეალი" "ბერნაბეუზე" შეარცხვინა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, ესპანეთის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად "რეალს" 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში გუნდები ფრთხილობდნენ, უფრო პოზიციური ბრძოლა მიდიოდა, "ბარსელონა" აგრესიულად ვერ უტევდა, "რეალს" კი სამი კარგი მომენტი ჰქონდა (ორი ვინისიუსს და ერთი ბენზემას), მაგრამ ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ შესვენების შემდეგ გამოიყენა სუარესმა, რომელმაც აქტიური დემბელეს გადაცემულ ბურთს ნავასის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მასპინძლებს ორჯერ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა რეგილიონმა და ვინისიუსმა შანსი ვერ გამოიყენეს და კონტრიერიშზე დემბელეს ჩაწოდებულ ბურთზე სუარესთან ბრძოლისას ვარანმა ავტოგოლი გაიტანა. მერე
კაზემირომ სუარესი საკუთარ საჯარიმოში მოცელა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად დაზარალებულმა მოიყვანა სისრულეში (პანენკას სტილში) და ყველაფერი დასრულდა.

სუარესმა ბლანკოსს 13 მატჩში 11 გოლი გაუტანა. რაც ის "ბარსაში" გადავიდა, "რეალის" კარში ამდენი გოლი არავის არ გაუტანია.

"ბარსელონა" მიჯრით მეექვსედ გავიდა ფინალში, რაც ამ ტურნირის რეკორდია.

ეს გუნდები 2 მარტს ამავე სტადიონზე ლა ლიგას მორიგ ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 80 472 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (50), 0:2 ვარანი (69, საკ. კარსი), 0:3 სუარესი (73, პენ)

რეალი: ნავასი, ვარანი, რეგილიონი, კარვახალი, რამოსი, მოდრიჩი, კაზემირო (ვალვერდე 75), ვასკესი (ბეილი 68), კროოსი, ვინისიუსი (ასენსიო 81),  ბენზემა

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი (არტური 86), დემბელე (კოუტინიო 75), სემედუ, მესი, სუარესი (ვიდალი 78)

altდასისხლიანებული მუხლი - აი, ასე ჩაამთავრა "ბარსელონასთან" მატჩი ვარანმა

მკითხველის კომენტარები / 28 /
ჯერ სად არის, სამ დღეში კიდე მოუგებს
irakli
02:02 28-02-2019
5
სირცხვილი და თავის მოჭრა რეალს... ნწ ნწ ნწ... :))) მიეჩვია რეალიც გაფარჩაკებას და რაღა ქნას :D
ლევან BARCA
02:27 28-02-2019
0

სიახლეები პოპულარული