ქარიმ ბენზემას სახლი "ელ კლასიკოს" დროს გაქურდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდის, ქარიმ ბენზემას სახლი "ელ კლასიკოს" დროს გაქურდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito TV ავრცელებს.

ქურდები 31 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ესპანეთის თასზე "რეალისა" და "ბარსელონას" საპასუხო ნახევარფინალური მატჩი მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა წაიღეს ქურდებმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ესპანეთსა და ევროპაში მატჩების დროს ფეხბურთელების სახლების გაქურდვა არაერთხელ მომხდარა. ქურდები შევიდნენ კევინს პრინს-ბოატენგის, ჟორდი ალბას (ორივე ბარსელონა), სადიო მანეს (ლივერპული), ტიაგო სილვას, დანი ალვეშის, ერიკ მაკსიმ შუპო-მოტინგისა (ყველა პსჟ) და "მარსელის" პრეზიდენტ ჟაკ-ანრი ეიროს სახლებში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ადვილი გამოსაძიებელია. ქურდი თან ქართველია და თან ბარსელონას ფანი. ყველა ადვილად გახსნის, ქოცების გარდა.
hahaha
23:23 28-02-2019
3
თუ ქართველების ხელი ურევია …….. ,ვეღარ გავიგე სასაცილოა თუ სატირალი.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული