"რეალის" მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნა გადაწყვეტილია - პორტუგალიელს 18-მილიონიანი გასამრჯელო ექნება

AutoSharing Option
დროებით უმუშევარი პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ზაფხულში დასაქმდება და რა თქმა უნდა, "რეალში". ამის შესახებ ხმები კარგა ხანია დაირხა და ახლა ყველაფერი ინტერნეტ-გაზეთ Okdiario-ს მთავარმა რედაქტორმა ედუარდო ინდამ დააკონკრეტა.

კერძოდ, ბლანკოსმა მოუს წლიურ გასამრჯელოდ 18 მილიონი ევრო შესთავაზა.

პორტუგალიელი თავპატიჟს იდებს და "სამეფო კლუბს" ორ პირობას უყენებს: შემადგენლობა საფუძვლიანად უნდა გადაახალისოს და სპორტულ სფეროში სრული უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს. ეს მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, სატრანსფერო პოლიტიკა მხოლოდ მან უნდა წარმართოს და მის საქმეში გრძელი ცხვირი არავინ არ უნდა ჩაყოს.

მოკლედ, ინდა
ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილი ამბავია, წყალი არ გაუვა და თქვენ წარმოიდგინეთ და ჟოზეს მომავალი თანაშემწის ვინაობასაც კი გვამცნობს - ხაბი ალონსო, რომელთანაც "განსაკუთრებულს" კარგი ურთიერთობა აქვს.

ყოველივე ამაზე კომენტარი თავად მოურინიომ გააკეთა:'

"დავბრუნდები თუ არა "რეალში"? პრობლემას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, კლუბს, სადაც ადრე მუშაობდი, ჩემი დაბრუნება რომ უნდა, საამაყოა. ეს დიადი კლუბია. 13-ჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

რადგან მეორედ გიწვევენ, ე.ი. იციან, რამდენად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ხარ. მოვაგებინებ თუ არა ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგას? ჩემპიონთა ლიგა "ინტერთან" ერთად "ბერნაბეუზე" მაქვს მოგებული", - განუცხადა მოურინიომ beIN Sports-ს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუუუ, რეალი კაი ხანს ვერ გამოვა კრიზისიდან. რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მაურინიოს რეალი ყველაზე ცუდად მახსენდება და ნამდვილად არ მინდა კვლავ ის გუნდი ვიხილო.
1
გარეკა პერესმა - ეხლა ამას მოუნდა მაურინიოს გამდიდრება
4

სიახლეები პოპულარული