მადრიდის "რეალის" შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.
როგორც მადრიდელების ოფიციალური საიტი იუწყება, ექიმებმა 18 წლის ბრაზილიელს მარჯვენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის მყესების გაწყვეტა დაუდგინეს. "სამეფო კლუბში" ბრაზილიელის გამოჯანმრთელების ვადებს არ ასახელებენ.
გამოცემა El Chiringuito-ს ინფორმაციით კი, ვინისიუსი გუნდს ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორმა დაზიანება "აიაქსთან" მატჩის (1:4) პირველ ტაიმში მიიღო და ის მოედანზე მარკო ასენსიომ ჩაანაცვლა.