"რეალში" მონასტერი აირია. სერხიო რამოსი - ფლორენტინო პერესს: გადამიხადე და წავალ

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას As-ი ავრცელებს: "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხების შემდეგ, "რეალის" გასახდელში კონფლიქტი მოხდა.

კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფეხბურთელები არასათანადო თავდადებაში დაადანაშაულა, უთხრა, რომ ძალიან ბევრი დასვენების დღეები აქვთ და სამარცხვინოები უწოდა.

ეს ვერ მოითმინა გუნდისთავმა სერხიო რამოსმა და მოურიდებლად მიაძახა:

"გადამიხადე და წავალ. "რეალისთვის" ყველაფერი გავიღე და პირადად შენთვისაც".

რამოსი დარწმუნებული იყო, რომ ბლანკოსი "აიაქსის" ბარიერს უპრობლემოდ გადალახავდა, ამიტომ პირველი შეხვედრის დასასრულს განზრახ მიიღო გაფრთხილება, რისთვისაც უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც რეალს მოუვიდა არის ზედმეტი თვითდამაჯერებლობის ბრალი,რასაც ფეხბურთი არ პატიობს.არადა აიაქსია,ის ხომ არაა ლა ვალეტტა.
კახა ქირია
16:15 08-03-2019
0
აქ რამოსი რა შუაშია? მწვრთნელთან შეთანხმებით იღებენ ეგეთ გადაწყვეტილებას ფეხბურთელები. რაც რამოსმა გააკეთა რეალისთვის არ უნდა დავიწყონ პირველ რიგში რეალის ფანება და თვითონ პერესმაც. გასვლაზე რო 2-1 იგებ სახლში მესამე გუნდით არ უნდა წააგო,მითუმეტეს მინ. 2 ბურთოთ. ბოლო წლებში რეალმა სერიოზული შემოსავალი ნახა და თითქმის არაფერი ჩააბრუნა პერესმა უკან.ჯერ რა გააკეთა პერესმა ლოპოტეგის დანიშვნის დროს მაგისთვის უნდა ეგინებინა რამოსს მაგისთვის.ყველამ იცოდა რო ეს გარდმავალი პერიოდი უნდა ყოფილიყო რეალისთვის და პერესმა ეს ყველაზე კარგად იცის. თუ უნდოდა ისევ ებრძოლა გუნდს,მაშინ ტრანსფერები უნდა გაეკეთებინა. თანამედროვე ფეხბურთის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი,რომელიც სეზონში მინ. 50 გოლს იტანდა გაუშვა და ეს მოვალეობა ჩააბარო ბავშვს არაა სწორი მიდგომა. ეგ სიახლე რო გამოქვეყნდა,სხვა რამეც ეწერა იქ და სწორედაც რამოსი თავდასხმელის დამატებაზე ესაუბრა. როცა გუნდის კაპიტანი ხარ პასუხისმგებლობა უნდა აიღო,მაგრამ არ უნდა გაუტარო არც კლუბის პრეზიდენს და არც სხვას.პერესს იერარქია უნდა დაეცვა გუნდში და კაპიტნისთვის უნდა ეთქვა რაც უნდოდა და მაგიტომაც გამოიწვია კონფლიქტი. გუნდს მოტივაცია არ აქვს და ეს მწვრთნელის და ხელმძღვანელობის ბრალია. 3ჯერ ლიგას რო მოიგებ არ გინდა ისევ იგივეს გაკეთებაა?!
ზედა მეზობელი
08:54 08-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული