Telemadrid: სანტიაგო სოლარი გადააყენეს - "რეალს" ჟოზე მოურინიოს ჩააბარებენ!

AutoSharing Option
Telemadrid-ი სასწრაფო ინფორმაციას ავრცელებს: დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" დირექტორთა საბჭოს საგანგებო კრებაზე გუნდის მწვრთნელის სანტიაგო სოლარის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის შესახებ "სამეფო კლუბი" ოფიციალურ განცხადებას მალე გააკეთებს. არგენტინელი გუნდს უახლოეს მატჩში, 10 მარტს ლა ლიგას 27-ე ტურში "ვალიადოლიდთან" არ უხელმძღვანელებს.

ბლანკოსის ჩაბარება ჟოზე მოურინიოს შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს და როგორც იუწყებიან, პორტუგალიელი მოითხოვს, რომ კონტრაქტი არა ამ სეზონის ბოლომდე გაუფორმონ, არამედ ხანგრძლივვადიანი იყოს.

as-ი, "მარკა", კატალონიური "სპორტი" და "მუნდო დეპორტივო" კი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და სოლარის სამუშაოდან ორშაბათს დაითხოვენ.

აგრეთვე განიხილებოდა ზინედინ ზიდანის და იურგენ კლოპის კანდიდატურები, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაურინიოს სამწვრთნელო კარიერა დამთავრებულია!
aburjga
12:09 08-03-2019
1
რეალის თამაშებს აღარ ვუყურებ...ეს სიმართლეა....ეს ნაჯახი გუნდში რატომ უნდა მოიყვანო....
აკაკი
11:08 08-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული