ერნესტო ვალვერდე: ვინ იცის, შესაძლოა, ოდესმე "ბარსელონას" ქალმა უხელმძღვანელოს

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა ფეხბურთის განვითარებაზეც ისაუბრა.

"გადადგმულია დიდი ნაბიჯი, ფეხბურთში სულ უფრო მეტი ქალია. ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. მომრავლდნენ ქალი მსაჯებიც - როგორც მთავარი, ასევე ასისტენტებიც.

ვინ იცის, შესაძლოა, ოდესმე აქ, სადაც ახლა მე ვზივარ, იჯდეს ქალი, რომელიც მამაკაცების გუნდს უხელმძღვანელებს", - განაცხადა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციის დროს.

ჟურნალისტის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცების ფეხბურთში კვლავ უხეში და სექსისტური შეურაცხყოფებია გავრცელებული, ვალვერდემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანის ზრდილობაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ,  რომ "ბარსელონასა" და "რაიო ვალეკანოს" მატჩი "კამპ ნოუზე" ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ წარმოგიდგენიათ გასახდელში რომ შედის მწვრთნელი ქალი კაი წერწეტა ტანით და დგას დემბელე ადემბელებული? ალბათ გაადემბელებს )))))
0
სწორედ ქალი ასწავლიდა კაცებს იმ ცეკვას რომლითაც დღეს მთელ მსოფლიოში მოგვაქვს თავი ქართველებს.
სუხიშვილები
23:10 08-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული