"რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალთა ფეხბურთის განვითარებაზეც ისაუბრა.
"გადადგმულია დიდი ნაბიჯი, ფეხბურთში სულ უფრო მეტი ქალია. ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. მომრავლდნენ ქალი მსაჯებიც - როგორც მთავარი, ასევე ასისტენტებიც.
ვინ იცის, შესაძლოა, ოდესმე აქ, სადაც ახლა მე ვზივარ, იჯდეს ქალი, რომელიც მამაკაცების გუნდს უხელმძღვანელებს", - განაცხადა კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციის დროს.
ჟურნალისტის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მამაკაცების ფეხბურთში კვლავ უხეში და სექსისტური შეურაცხყოფებია გავრცელებული, ვალვერდემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანის ზრდილობაზეა დამოკიდებული.
ერნესტო ვალვერდე: პიკემ მანერვიულა - რას გარბოდა ბურთით კარის გასწვრივ?
ეს "რეალისთვის" სასირცხვილოა - 4 დღეში "ბარსელონასთან" "ბერნაბეუზე" ორჯერ დამარცხდა [VIDEO]