"რეალის" მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნაზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გააკეთა.
"შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ ვერ მივაღწიეთ იმას, რასაც მრავალი გამარჯვების შემდეგ ველოდით.
ახალი წარმატებების ძიებაში უნდა დავიწყოთ მუშაობა, ეს დიადი ერა უნდა იყოს და საჭიროა ჩვენი მაქსიმალური დონის აღდგენა. სწორედ ამიტომ მივესალმებით ზიდანს.
დაბრუნება 5 დღის წინ შევთავაზეთ და მან ერთგულება დაამტკიცა.
"რეალში" მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაბრუნდა. გულშემატკივრებს შეუძლიათ ამით იამაყონ. ის კლუბის სიდიადეს წარმოადგენს".