ზინედინ ზიდანი: "რეალიდან" მაშინ წავედი, როდესაც ეს აუცილებელი იყო

AutoSharing Option
"რეალში" დაბრუნებულმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა.

"ვიცი, ეს ყველასთვის განსაკუთრებული დღეა. აქ დაბრუნებით გახარებული ვარ. ახლავე შევუდგები მუშაობას, რათა "რეალი" იქ დავაბრუნო, სადაც ყოფნას იმსახურებს.

ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. მე გუნდის მხოლოდ ერთ-ერთი წევრი ვარ.

არ მავიწყდება ჩვენი გამარჯვებები, მაგრამ გასულ სეზონში განცდილი წარუმატებლობებიც მახსოვს. ვერ მოვიგეთ ლა ლიგა, დავმარცხდით თასზე. ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ეს კარგია. მე მესმის, რომელ კლუბში ვარ.

11 მატჩი დაგვრჩა. მიზანი სეზონის კარგად დასრულებაა.

"რეალიდან" მაშინ წავედი, როდესაც ეს აუცილებელი იყო. არ მივისწრაფოდი გუნდის
დატოვებისკენ, მაგრამ ვიფიქრე, რომ 2.5 წელიწადში ყველაფერი მოვიგეთ და ცვლილებები გახლდათ საჭირო.

სხვადასხვა წინადადებები მქონდა, მაგრამ სხვაგან წასვლა არ მსურდა, მინდოდა აქ ვყოფილიყავი.

უკანასკნელი 9 თვე მადრიდში ვიყავი და გადავიტვირთე. ახლა დიად კლუბთან ერთად ახალი გამოწვევებისთვის ვარ მზად".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ზიზუ ჯობდა ლეგენდად დარჩენილიყავი ვიდრე ჩაძირული გემის კაპიტნად. რეალი ქრისტინას გარეშე იგივეა რაც ნაცქოცები მიშას და გრიგოლიჩის გარეშე
ჟიმნი მებონია
22:55 17-03-2019
0
შარვალია უკეთესს ვერ ნახავ :D
0

სიახლეები პოპულარული