ოფიციალურად: ზიდანის პირველი ტრანსფერი - 50 მილიონი "პორტუს" მცველში

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანის მადრიდში დაბრუნების შემდეგ "რეალმა" პირველი ტრანსფერი "გაჩარხა".
ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუზე" "პორტუს" მცველი ედერ მილიტაო გადაბარგდება.

"რეალის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მადრიდელები 21 წლის ბრაზილიელში 50 მილიონ ევროს გადაიხდიან. ის კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან მილიტაოს გამოსასყიდი თანხა 75 მილიონამდე გაიზრდებოდა, რის გამოც მადრიდულმა კლუბმა ზაფხულამდე ლოდინი არ ისურვა.

ედერ მილიტაო ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. "პორტუში" ის გასული წლის ზაფხულში "სან-პაულუდან" გადავიდა.

სავარაუდოდ, მილიტაოს გადასვლის გამო მადრიდულ კლუბს რომელიმე ცენტრალური მცველი დატოვებს. დიდი ალბათობით, ეს ხესუს ვალიეხო
იქნება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დაბრუნების შესახებ 11 მარტს გამოაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული