ესპანური მედია არაერთხელ წერდა, რომ შემდეგ სეზონში "ბარსელონას" ძირითადი ფორმა ხორვატიის ნაკრების ფორმის სტილში იქნება შესრულებული და მას ჭადრაკისებრი დიზაინი ექნება. თუმცა, ოფიციალურ დონეზე ეს ინფორმაცია კლუბის მხრიდან ჯერ არ დადასტურებულა.
ახლა კი კატალონიურმა გამოცემებმა ახალი ინფორმაცია გაარცელეს. Sport-ის ინფორმაციით, 2019/20 წლების სეზონში "ბარსელონას" სათამაშო ფორმის ოთხი კომპლექტი ექნება და მეოთხე ფორმა კატალონიის დროშის ფერებში იქნება გადაწყვეტილი.
გამოცემის მტკიცებით, მეოთხე კომპლექტით "ბარსელონა" მნიშვნელოვან გასვლით მატჩებში, მათ შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე", მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს.
მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით