ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბეტისის" ფანებმა ოვაციები გაუმართეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს, ლა ლიგას 28-ე ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ბეტისს" 4:1 სძლია.

"ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრებმა ოვაციები გაუმართეს.

"ბარსელონამ" 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოს" 10 ქულით გაექცა.

მესიმ "ბარსელონაში" 674-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ანდრეს ინიესტას გაუთანაბრდა - მათზე მეტი მხოლოდ ხავის აქვს ჩატარებული - 767.

მესიმ უკანასკნელ 8 წელიწადში 25 გოლი გაიტანა საჯარიმოდან - "რეალმა" 24.

მესი 29 გოლით ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირია. მან ამ სეზონში ლა ლიგაზე აგრეთვე 12 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

ლუის სუარესმა პრიმერაზე 128 გოლი გაიტანა და დიეგო ფორლანთან ერთად ამ ტურნირზე ურუგვეალებს შორის საუკეთესო ბომბარდირია. ლუისმა 90-ე წუთზე ტრავმა მიიღო და კოუტინიომ შეცვალა.

სევილია. "ვილამარინი". 54 172 მაყურებელი
ბეტისი - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 მესი (18), 0:2 მესი (45), 0:3 სუარესი (63), 1:3 მორონი (82), 1:4 მესი (85)

მკითხველის კომენტარები / 17 /
პელე, დადე გვირგვინი!!!!
diego
20:09 18-03-2019
3
ამბობენ მჯობზე მჯობი არ დაილევაო მაგრამ არამგონია მესის ნაირი ფეხბურთელი კიდე დაიბადოს როდისმე, მესი გენიოსია.
beso
15:27 18-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული