ჟოზე მოურინიო "რეალზე" იხსენებს: ვერ ვიგებდი, როგორ შეიძლება ასეთ კლუბს "ლიონის" ეშინოდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გაიხსენა ის პერიოდი, როცა 2010 წელს "სამეფო კლუბთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაში პირველ სეზონს ატარებდა.

"ვფიქრობ, რომ ჩემ მოსვლამდე კლუბი 7-8 წელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე ვერ აღწევდა. ისინი ნახევარფინალში კი არა, მეოთხედფინალშიც არ თამაშობდნენ.

მახსოვს, ჩემს პირველ სეზონში "ლიონი" შემხვდა და კლუბში ყველას ეშინოდა. ვერ ვიგებდი, როგორ შეიძლება ასეთ კლუბს "ლიონის" ეშინოდეს. დიახ, "ლიონი" კარგი გუნდი იყო, მაგრამ ეს "ლიონი" იყო!

ნახევარფინალში პენალტების სერიაში დავმარცხდით, როცა პენალტები ვერ გაიტანეს კაკამ, სერხიო რამოსმა და კრიშტიანო
რონალდომ. არადა, ისინი შესანიშნავი შემსრულებლები არიან. შემდეგ ლა ლიგაში 100-ქულიანი რეკორდი დავამყარეთ", - თქვა მოურინიომ beIN Sports-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული