პოლ პოგბა: მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანთან თამაში ყველას ოცნებაა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ ზაფხულში გრანდიოზული ცვლილებები იგეგმება და "სამეფო კლუბს" არაერთ ვარსკვლავს უკავშირებენ.

როგორც საფრანგეთის ნაკრების პრესკონფერენციაზე ფრანგთა ლიდერმა პოლ პოგმამ განაცხადა, "რეალში" თამაში ყველასთვის ოცნებაა.

"ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ მადრიდის "რეალში" თამაში ყველას ოცნებაა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. იქ არის ზინედინ ზიდანი და მასთან მუშაობა ყველას ოცნებაა, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ახლა "მანჩესტერში" ბედნიერი ვარ, თუმცა არავინ იცის, რას გვიმზადებს მომავალი", - განაცხადა პოლ პოგბამ.

ფრანგი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" რიგების დატოვებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებდა, რადგან
კონფლიქტი მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ჰქონდა. საბოლოოდ კი კლუბი პორტუგალიელმა დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭო მოკუმე ლაშები.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული