
"რეალმა" გადაწყვიტა, რადაც უნდა დაუჯდეს, პსჟ-ის თავდამსხმელი კილიან მბაპე გადაიბიროს.
"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "სამეფო კლუბი" მზადაა, 20 წლის ფეხბურთელში "პარი სენ ჟერმენს" 280 მილიონი ევრო შესთავაზოს.
გამოცემის მტკიცებით, კილიანი "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
მბაპე პსჟ-მა 2017 წელს "მონაკოსგან" 135 მილიონად იყიდა. მიმდინარე სეზონში მან 35 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მბაპეს პსჟ-სთან 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი.