"ბარსელონა" სამუელ უმტიტის გასაშვებად მზადაა - ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს

AutoSharing Option
როგორც გავლენიანი საფეხბურთო გამოცემა Goal.com-ი იუწყება, "ბარსელონა" მზადაა, ზაფხულში მისი ფრანგი მცველის, სამუელ უმტიტის გასხვისების საკითხი განიხილოს.

25 წლის მცველის სამსახურით ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება. თავის მხრივ, კატალონიურ კლუბში პრობლემები აქვს თავად ფრანგსაც. ის ტრავმის მორჩენის შემდეგ მუდმივად სათადარიგოთა სკამზე რჩება, მისი ადგილი კი მისმა თანამემამულე კლემან ლანგლემ დაიკავა.

გარდა ამისა, "ბარსელონა" აქტიურად ცდილობს "აიაქსის" კაპიტნის, 19 წლის მატიას დე ლიხტის გადაბირებასაც, რაც უმტიტის გასხვისებას უფრო რეალურს ხდის.

როგორც Goal.com-ი აღნიშნავს, კატალონიელები ფრანგ მცველს 70 მილიონ ევროზე იაფად არ
შეელევიან.

სამუელ უმტიტი "ბარსელონას" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მან კლუბთან ერთად ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა მცველმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია ხარ დიდი შეცდომა იქნება რა სისულელეა უმიტიტი პიკესაც სჯობს პირიქით ხელფასი უნდა მოუმატონ ეს ჭორებია უბრალოდ ჩემი ალბათ...
აკაკი
28 მარტი 2019 16:06
1
არაა უმტიტის გაშვება არანაირად არ შეიძლება :((. პიკემ შესაძლოა მალე დაასრულოს კარიერა რომ არდაასრულოს აქვს მომენტები რომ ვერ თამაშობს კარგად ან ტრამვები ამიტომ საჭიროა წესიერი დაცვა ლენგლეც ყველა კარგად იცის რომ უმტიტიმდე ბევრი უკლია ამიტომ მისი გაშვება არ არის სწორი.დე ლიხტი რომ მოვიდეს კარგიიქნება რათქმაუნდა მაგრამ ადაპტაციისთვის მასაც სჭირდებ დრო და ა მას თავი რომ დავანებოთ ტოდიბო რომელიც 19 წლისაა უმაგრესი მოთამაშეა და ისიც დიდ პოტენციალს ფლობს უბრალოდ უმტიტის აქვს მეტი გამოცდილება და კლასი :)) ბართომეუმ თუ ეს გაუშვა მერე თავის თავს დააბრალოს რაც მოხდება დაცვაში :((
T.k
28 მარტი 2019 11:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული