AS: მადრიდის "რეალი" ადრიენ რაბიოს უფასოდ გაფორმების მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ზაფხულში პსჟ-ის ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს გაფორმებას შეეცდება.

"სამეფო კლუბი" 23 წლის ფეხბურთელს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა და ზაფხულში მადრიდული კლუბი მთავარი კანდიდატი იქნება ფრანგი მოთამაშის ხელში უფასოდ ჩასაგდებად.

რაბიოს გადაბირება, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, "ბარსელონას" იანვარში სურდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის გამო ადრიენ რაბიოს პსჟ-ის რიგებში 5 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.

23 წლის ნახევარმცველი ფრანგული კლუბის ღირსებას 2012 წლიდან იცავს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 226 შეხვედრაში 24 გოლის გატანა მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული