
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს საზაფხულო ტრანსფერებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს.
"სამეფო კლუბის" შორთ-ლისტში ლონდონის "ჩელსის" შემტევი ედენ აზარი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა და პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე შედიან.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, "რეალში" დაბრუნების ერთ-ერთ პირობად ზიდანი ახალი ვარსკვლავების ყიდვას ასახელებდა, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი მას სამი ტოპ-ტრანსფერის განხორციელებას დაჰპირდა.
მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით