გადაწყდა - ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადავა!

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა, ახლა კი ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ჟერომ როტენი ირწმუნება, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია.

"ინფორმაცია სანდო წყაროსგან მივიღე - გრიზმანი ზაფხულში "ბარსელონაში" გადაბარგდება. ყველაფერი გადაწყვეტილია. მე ვადასტურებ. ამ ამბავს ახლა ვერ გაახმაურებენ და საჭირო დროს ოფიციალურად იუწყებენ.

მას "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი აკავშირებს და ამაზე ვერ ილაპარაკებს. "ბარსელონა" მის კონტრაქტს გამოისყიდის", - ციტირებს როტენს RMC Sport-ი.

გრიზმანი 2018 წლის ზაფხულში აპირებდა "ბარსაში" გადასვლას, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, "ატლეტიკო" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და დიდი
ალბათობით ვერც ესპანეთის ჩემპიონი ვერ გახდება და ფეხბურთელმაც ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ ამის გამო მიიღო.

28 წლის გრიზმანმა მიმდინარე სეზონში 39 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის როხიბლანკოში 2014 წელს "სოსიედადიდან" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეღარ გაძღა ეს ბარსა.მერე იტყვიან მესი გენიოსიაო.რაღაც ნაკრებში ვერ ვატყობ გენიოსობას.
ამაშია საქმე
11:43 29-03-2019
15
ჟერომ როტენი ვინ არის?
3

სიახლეები პოპულარული