პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ კატალონიურ "სპორტს" გაუმხილა, თუ რატომ გადავიდა 2000 წელს "ბარსელონადან" "რეალში". "სამეფო კლუბმა" მაშინ ფიგუს ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადა.
"როდესაც რაღაც იცვლება, ყოველთვის უკეთესობის იმედი გაქვს. პირველი ლოგიკური ცვლილება ჩემპიონატის გამოცვლა იყო. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ეს ახალი გამოცდილებისა და დიდი პრესტიჟის გამო გავაკეთე.
როდესაც "რეალში" გადავედი, ფეხბურთში მეტ აღიარებასა ვცდილობდი და მინდოდა ყოველმხრივ უკეთესი გავმხდარიყავი - როგორც ფინანსურად ასევე ტიტულების მხრივ".
ფიგუ "ბარსელონაში" 1995-200 წლებში თამაშობდა და ორჯერ გახდა ლა ლიგას გამარჯვებული, ხოლო
"რეალში" 2000-2005 წლებში ასპარეზობდა და ორჯერ პრიმერა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.