"ბარსელონამ" "ესპანიოლი" ლეო მესის დუბლით დაამარცხა - მას ზედიზედ მეცხრე სეზონში გააქვს 40+ გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მარტს, ლა ლიგას 29-ე ტურში "ბარსელონამ" 2:0 მოუგო "ესპანიოლს".

დუბლი თავდამსხმელმა ლეო მესიმ შეასრულა. მან "ბარსაში" 675-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ხავის ჩამორჩება, რომელმაც 767 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლეომ პრიმერაზე 334-ე გამარჯვება მოიპოვა და იკერ კასილიასს გაუთანაბრდა. ამას გარდა, მესის ზედიზედ მე-9 სეზონში მინიმუმ 40 გოლი გააქვს.

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 69 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ატლეტიკოს", რომელიც სტუმრად "ალავესს" შეხვდება, 13 ქულით უსწრებს.

ბარსელონა. "ნოუ კამპი". 92 795 მაყურებელი
ბარსელონა - ესპანიოლი 2:0
გოლები:
მესი (71), 2:0 მესი (89)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ბარსა
0
Jarimasac panenkas stilshi urtyavs )))))
Emigranti
01:21 31-03-2019
0

სიახლეები პოპულარული