ზინედინ ზიდანი: ლიუკა იმიტომ კი არ ვათამაშე, რომ ჩემი შვილია

AutoSharing Option
ლ ლიგას 29-ე ტურში "უესკას" დამარცხების (3:2) შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"ამ სიტყვის კარგი გაგებით, გიჟური მატჩი იყო. ჩვენ ვიწვალეთ. ძალიან რთული სეზონია, რომელშიც კარგი მომენტებიც გვქონდა და ცუდიც.

ლიუკა მესამე მეკარეა. კურტუა მზად არ იყო, ნავასს კი დასვენების საშუალება მივეცით. ლიუკას თამაშით კმაყოფილი ვარ, გამახარა.

პირველი გაშვებული გოლი ჩვენი შეცდომაა. რაღაცის შეცვლა იყო საჭირო, ამიტომ შევუშვით შეცვლაზე მარიანო და ამან იმუშავა.

ფეხბურთელები ორი დამღლელი შეხვედრის შემდეგ ჩამოვიდნენ, პლუს მგზავრობა... უნდა მიგვეცა თავის იმათთვის გამოჩენის საშუალება, რომლებმაც
15 დღე ივარჯიშეს. ადრე სეზონში 30 მატჩს ვატარებდით, ახლა ასე არაა.

ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ მინდა ვიღაცას ვასიამოვნო. ეს ასე არაა. ლიუკა იმიტომ კი არ ვათამაშე, რომ ჩემი შვილია, არამედ რადგან "რეალის" ფეხბურთელია.

მის თამაშს როგორც მამა ისე არ შევაფასებ. შევაფასებ როგორც გუნდის მწვრთნელი. ლიუკა მტკიცე ხასიათისაა, ზრდასრული ფეხბურთელია.

ბენზემა აქ 10 წელია ასპარეზობს და შესაძლოა, საუკეთესო სეზონს ატარებს. მასზე იმედებს ვამყარებ", - ციტირებს ზინედინ ზიდანს El Chiringuito.









მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიუკა რა უბედურებაა, უნდა იყოს ლუკა.
Status quo
13:11 01-04-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული