რას აპირებს ზინედინ ზიდანი "რეალის" მეკარეებთან დაკავშირებით

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბში მეკარის პოზიციაზე არსებული კონკურენციის შესახებ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა.

ფრანგმა სპეციალისტმა ასევე ისაუბრა, თუ რას გეგმავს შემდეგ წელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

"ამჟამად, სამი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს ამ პოზიციაზე და სეზონის მათთან ერთად დასრულებას ვაპირებთ. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ.

მაგრამ ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ არ ვაპირებ დავტოვო ეჭვებისა და დებატების შანსი ამ თემაზე. მომავალ სეზონში მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდება, ყველაფერი ნათელი და გასაგები იქნება" - ციტირებს ზიდანს "მარკა".

ახლა მადრიდის "რეალის" ძირითად გუნდში
სამი მეკარეა: ტიბო კურტუა, კეილორ ნავასი და ზიდანის ვაჟი ლუკა.

ზინედინ ზიდანის წინამორბედი მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარის დროს, "თეთრების" ნომერ პირველი მეკარე კურტუა იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაბულ გაზაფხულს აპირებს.
სპილო
17:55 02-04-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული