"ყვითელმა სუბმარინამ" 0:2-დან ამოყვინთა, მაგრამ "ბარსელონა" ბოლომდე მაინც ვერ ჩაძირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აპრილს, ლა ლიგას 30-ე ტურში "ვილიარეალისა" და "ბარსელონას" საოცარი მატჩი 4:4 დასრულდა.

"ბარსას" მწვრთნელმა ვალვერდემ ამ შეხვედრაში თავდამსხმელ მესის დასვენება გადაწყვიტა და თავიდან თითქოს მის გარეშეც გადიოდნენ ფონს, კოუტინიოს და მალკომის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ როდესაც ანგარიში გათანაბრდა, მესი 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და "ყვითელმა სუბმარინამ" ამის შემდეგ კიდევ 2 გოლი გაიტანა.

86-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა მასპინძელთა მცველს გონსალესს, მერე კი ჯერ მესიმ დალაშქრა ასენხიოს კარი, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი სუარესმა.

კოუტინიომ პრიმერაზე 17-მატჩიანი უგოლო სერია
შეწყვიტა, მალკომმა კი პირველი გოლი გაიტანა.

მესი ევროპის ტოპ 5 ლიგაში გატანილი გოლებით დაეწია - ორივეს ანგარიშზე 414-414 გოლია.

ასე და ამრიგად, ახლა "ბარსელონას" მეორეადგილოსანი "ატლეტიკო" 8 ქულით ჩამორჩება.

6 აპრილს ეს გუნდები ერთმანეთს "ნოუ კამპზე" შეხვდებიან.

ვილიარეალი. "დე ლა სერამიკა". 19 515 მაყურებელი
ვილიარეალი - ბარსელონა 4:4
გოლები: 0:1 კოუტინიო (12), 0:2 მალკომი (16), 1:2 ჩუკვეუზე (23), 2:2 ეკამბი (50), 3:2 იბორა (62), 4:2 ბაკა (80), 4:3 მესი (90), 4:4 სუარესი (90+3)
გაძევება: გონსალესი (86)

მკითხველის კომენტარები / 17 /
არასდროს დაასრულო კარიერა ლეო
a.a.
01:37 03-04-2019
0
და ვის დაეწია ნეტავ ....? ..)))))
auee
08:12 03-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული