"ბარსელონას" ექსმწვრთნელი: გრიზმანი "ბარსაში" სკამს გახეხავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის, რადომირ ანტიჩის აზრით, მადრიდელთა ლიდერი ანტუან გრიზმანი ერნესტო ვალვერდეს გუნდში საკუთარ ადგილს ვერ იპოვის. ამის შესახებ მან Goal-თან ინტერვიუში განაცხადა.

"გრიზმანი პლეიმეიკერია, "ბარსელონა" კი ნახევარმცველების გარეშე თამაშობს. ერნესტო ვალვერდეს გუნდში ის ადგილს ვერ იპოვის და სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება. "ბარსელონას" გრიზმანი ნამდვილად არ სჭირდება. ის მადრიდის "რეალს" უფრო გამოადგება.

აბსურდია, რომ არცერთ ესპანურ გრანდს მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველის ყიდვა არ სურს. მე კევინ დე ბრუინზე ვსაუბრობ. როდის გახდა ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი?

მას "ოქროს ბურთი" მისცეს, ეს ყოველგვარ
აზრს არის მოკლებული. მას არც გოლები გააქვს და არც საგოლე გადაცემებს არიგებს", - განაცხადა 70 წლის ანტიჩმა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, "ბარსელონას" გარდა, მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოშიც" უმუშავია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული