მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, რომელიც იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობს, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო.
ამიერიდან ფეხბურთელს ორი პასპორტი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AS-ი ავრცელებს.
წყარო ამტკიცებს, რომ კოლუმბიელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღოს, რათა ევროკავშირის ქვეყნებში მოწყობის მეტი ვარიანტი ჰქონდეს.
გამომდინარე აქედან, როდრიგესი ევროპულ ჩემპიონატებში ლეგიონერად არ ჩაითვლება და სამუშაო ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება.
ზაფხულში კოლუმბიელს "ბაიერნთან" ორწლიანი იჯარა უსრულდება.