"გვარდიოლას ვუთხარი: "ბოდიში მოიხადე, რადგან გამარჯვებები "ბარსელონასთვის" მე მომაქვს და არა ლიონელ მესის"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ ის პერიოდი გაიხსენა, როცა ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა.

"გვარდიოლამ მთელი ცხოვრება "ბარსელონაში" გაატარა, მაგრამ იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი კლუბში, ის გუნდს ვერ უგებდა, კოლექტივის ცხოვრებით არ ცხოვრობდა.

გვარდიოლას ვუთხარი: "ბოდიში უნდა მოიხადო, რადგან გამარჯვებები "ბარსელონასთვის" მე მომაქვს და არა ლიონელ მესის".

იმ მომენტში სიტუაცია სწორედ ასეთი იყო. მესის დრო შემდეგ დადგება. ჰკითხეთ ჩავის, ინიესტას და ყველა დანარჩენს - მაშინ ეს ჩემი ეპოქა იყო.

"ბარსელონასთვის" გამარჯვებები მომქონდა და გვარდიოლას ბოდიში უნდა მოეხადა", - განაცხადა ეტო'ომ.

მომზადებულია beIN Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუგებარი რა არის .კარგად ტამაშობდა გვარდიოლა უმადური იყო.გაუშვეს ინტერში მოიგო ჩემპიონთა ლიგა
kirkita
19:48 10-04-2019
1
Bodishs ratom itxovda . Rom agebinebda tu mesis rom aqebdnen momavali carskvlaviao ver gavige ))))))
Emigranti
16:35 10-04-2019
2

სიახლეები პოპულარული