ლა ლიგა. XXXI ტურის წინ: სევილიური დერბის ხიბლი

AutoSharing Option
ესპანეთში მთავარი დაპირისპირება სევილიური დერბია, თანაც, "სევილიას" ჰაერივით სჭირდება ქულები. რა თქმა უნდა, "ბეტისი" ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში რაიმეს დამთმობი არ არის.

"ბარსელონას" შეუძლია, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ჩემპიონობისკენ. ერნესტო ვალვერდეს გუნდს გასვლაზე "უესკას" ძლევა მოუწევს, ოღონდ, საკითხავია - ლიონელ მესისთან ერთად თუ მის გარეშე? მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გუშინწინდელ მატჩში კრის სმოლინგმა მას ცხვირის ძვალი გაუბზარა.

მეორეადგილოსანი "ატლეტიკო" დიეგო კოშტას (8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს) გარეშე ეთამაშება "სელტას", რომელსაც ლიგაში დასარჩენად ქულები ჰაერივით სჭირდება.

ასევე ვიხილავთ კიდევ ერთ დერბის "ვალენსიასა" და "ლევანტეს" მონაწილეობით.
"ღამურებს" კიდევ აქვს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი.

ლა ლიგა. XXXI ტური
შაბათი, 13 აპრილი
ესპანიოლი-ალავესი 15:00
უესკა-ბარსელონა 18:15
ატლეტიკო-სელტა 20:30
სევილია-ბეტისი 22:45

კვირა, 14 აპრილი
ვალიადოლიდი-ხეტაფე 14:00
ბილბაო-რაიო ვალეკანო 16:00
სოსიედადი-ეიბარი 18:15
ჟირონა-ვილიარეალი 20:30
ვალენსია-ლევანტე 22:45

ორშაბათი, 15 აპრილი
ლეგანესი-რეალი 23:00

ბომბარდირები: 33 - მესი (ბარსელონა); 20 - სუარესი (ბარსელონა); 18 - სტუანი (ჟირონა); 17 - ბენზემა (რეალი); 16 - ბენ იედერი (სევილია); 15 - ასპასი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული