უნდა იყიდოს თუ არა "რეალმა" ახალი 9 ნომერი? - ქარიმ ბენზემას პასუხი

AutoSharing Option
ქარიმ ბენზემამ ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ 21 აპრილს გამართულ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 30 გოლი დაუგროვდა.

მიუხედავად ამისა, არ წყდება საუბრები, რომ "რეალი" ახალი 9 ნომრის შეძენას აპირებს. განსაკუთრებით ბევრი იწერებოდა ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩზე. თუმცა ბენზემა არ წუხს დამატებით კონკურენციაზე.

კითხვაზე,  უნდა იყიდოს თუ არა "რეალმა" ახალი 9 ნომერი, ბენზემამ უპასუხა:

"ეს კლუბზეა დამოკიდებული. მე არ ვდარდობ. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ გავაკეთო ჩემი საქმე მინდორზე და როგორ დავეხმარო გუნდს".

ბენზემა ამბობს, რომ "რეალის"
დატოვებას არ აპირებს:

"მე "რეალში" დარჩენას ვგეგმავ. მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ".

ქარიმმა ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, ძალიან მოსწონს თამაში ზიდანის ხელმძღვანელობით.

"ზიდანის გუნდში დაბრუნება ძალიან ბევრს ნიშნავს. მასთან ერთად ყველა ბედნიერია და მოუთმენლად ველოდებით შემდეგი სეზონის დაწყებას" - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

altზინედინ ზიდანი: ქარიმ ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო "ცხრიანია"

მკითხველის კომენტარები / 3 /
საუკეთესო 9-ანი პისტოლეტოა! არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.
6
ბარსას და ბიჭებს წარმატება, დღევანდელ თამაშში! ლეოს პერსონალურად კარგ სანახაობრივ თამაშს!
ნონა
13:11 23-04-2019
0

სიახლეები პოპულარული