ზინედინ ზიდანი: "რეალი" 33-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. "ბარსელონა"?

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლა ლიგაში "ბარსელონას" დომინირებაზე გამოთქვა მოსაზრება.

"აქ მრავალი მიზეზია. მომავალი სეზონის მაქსიმალურად კარგად დაწყებას შევეცდებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება. პრიმერას მოგება ჩვენი მიზანი უნდა იყოს.

"რეალი" 33-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და რამდენჯერ გახდა "ბარსელონა"? უკანასკნელ პერიოდში მათ საქმე კარგად მისდით. ეს უნდა ვაღიაროთ და მივულოცოთ.

თუმცა, თუ ციფრებზე მელაპარაკებით, "რეალს" მეტჯერ აქვს ლა ლიგა მოგებული. საქმე იმაში კი არაა, რომ მე როგორმე თავი უნდა დავიცვა, არამედ იმაში, რომ თქვენ მეუბნებით, ისინი უკანასკნელ წლებში ჩემპიონატში უკეთ ასპარეზობენო.

დინამიკის შეცვლა გვმართებს. ყოველთვის ვიძახოდი, რომ ჩემთვის უმთავრესი ყოველდღიური შრომაა", - ციტირებს ზიდანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 16 /
უფრო დასტოინად ზიდან, არ გეკადრება :))
Grisha
01:28 25-04-2019
2
33 ესპანეთის ჩემპიონონობა რეალი....
23 და ეხლა 24 ესპანეთის ჩემპიონობა ბარსელონა....
13 ჩემპიონთა ლიგა რეალი...
5 ჩემპიონთა ლიგა ბარსელონა...
ეს ისტორია ვინც არ იცის ...
.
ურთიერთ შედვედრებში ვერ ჯობნის დაეწია მაგრამ ვერ ჯობნის რაში ჯობნის...კრუიფის სახელით თუ რაში...წელს რომ ივარჯიშა რეალთან ბარსელონამ ორი აზრი არა და ამას პირველი მე ვიძახი მაგრამ ისეთი გუნდები როგორებიც რეალი და ბარსელონა ყოველთვის ბრუნდებიან და ესაა მთელი ადრენალინი არასოდეს იცი რა მოხდება ამ თუ იმ თამაშში როდესაც ერთმანაეთს ხვდებიან....
აკაკი
21:39 26-04-2019
3

სიახლეები პოპულარული