ზინედინ ზიდანი: "რეალი" 33-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. "ბარსელონა"?

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლა ლიგაში "ბარსელონას" დომინირებაზე გამოთქვა მოსაზრება.

"აქ მრავალი მიზეზია. მომავალი სეზონის მაქსიმალურად კარგად დაწყებას შევეცდებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება. პრიმერას მოგება ჩვენი მიზანი უნდა იყოს.

"რეალი" 33-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და რამდენჯერ გახდა "ბარსელონა"? უკანასკნელ პერიოდში მათ საქმე კარგად მისდით. ეს უნდა ვაღიაროთ და მივულოცოთ.

თუმცა, თუ ციფრებზე მელაპარაკებით, "რეალს" მეტჯერ აქვს ლა ლიგა მოგებული. საქმე იმაში კი არაა, რომ მე როგორმე თავი უნდა დავიცვა, არამედ იმაში, რომ თქვენ მეუბნებით, ისინი უკანასკნელ წლებში ჩემპიონატში უკეთ ასპარეზობენო.

დინამიკის შეცვლა გვმართებს. ყოველთვის ვიძახოდი, რომ ჩემთვის უმთავრესი ყოველდღიური შრომაა", - ციტირებს ზიდანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 16 /
????
აკაკი
13:08 29-04-2019
0
რამდენის საათის წინ დავწერე და რახდება რატომ არ დებთ ჩემს დაწერილს?კიდევ რამდენჯერ უნდა დავწერო რომ დადოთ?
აკაკი
11:16 29-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული