ესპანურენოვანი გამოცემა AS წერს, რომ მადრიდის "რეალმა" დანიელ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენთან კონტრაქტი შეათანხმა.
როგორც გამოცემა ამტკიცებს, მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს და კონტრაქტის პირობები განიხილეს. AS-ის მიხედვით, მხარეები ფინანსურ ნაწილზეც შეთანხმდნენ და ერიკსენის ხელფასი "რეალში" იმაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ის "ტოტენჰემში" იღებს.
ახლა "რეალს" მხოლოდ "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" შეთანხმება დარჩა. 27 წლის ნახევარმცველს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს. "ტოტენჰემში" იმედოვნებდნენ, რომ ერიკსენი კონტრაქტს გაახანგრძლივებდა. თუ ასე არ მოხდება, ინგლისელები ერიკსენს 200 მილიონ ევროდ აფასებენ.
წლევანდელ სეზონში ერიკსენმა პრემიერლიგის 33 შეხვედრაში მიიღო