როგორი იქნება "ბარსელონას" ცხოვრება ლეო მესის შემდეგ?

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ არ დამალა, რომ უკვე ფიქრობს, თუ როგორი იქნება გუნდი, როდესაც თამაშს თავს თავდამსხმელი ლეო მესი დაანებებს.

"არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ითამაშებს მესი - 3, 4, 5 წელი, შესაძლოა, 45 წლამდეც. მუდამ ვეუბნები ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს - დემბელეს, არტურს და ლანგლეს, სანამ შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ მისგან და მაქსიმალურად გამოიყენონ ყოველი წუთი.

დარწმუნებული ვარ, ლეო ჩვენგან არ წავა. ეს ერთი გუნდის მოთამაშეა. როდესაც ფეხბურთს თამაშს თავს დაანებებს, მაინც ჩვენთან დარჩება", - განუცხადა ბარტომეუმ "გარდიანს".

მესიმ "ლივერპულთან" მატჩში
"ბარსელონაში" მე-600 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მე არ ვიცი როგორი იქნება ცხოვრება მერე, მგრამ ჩემთვის თაგადაკლული ბარსას და
ლეოს ფანისთვის, ალბათ ჩამომენგრევა ყველაფერი, ამას ალალად გეუბნებით.
gurami
14:03 04-05-2019
0
როგორიც იყო ჩიკაგო და მთლიანად კალათბურთი ჯორდანის შემდეგ,მაგრამ შემდეგ წამოვიდნენ ძალიან,ძალიან მაგრებიც და ეს ასეც უნდა იყოს.რასაც ეს სპორტსმენები მოედანზე აკეთებდნენ და აკეთებენ ეს ფანტასტიკაა,არადა მესის მოძრაობებს რომ უყურებ რა მარტივია ყველაფერი,რა მარტივად აკეთებს,თითქოს წინასწარ არიან შეთანხმებულნი,რომ ხელი არ უნდა შეუშალონ,სწორედ ეს არის მისი სიდიადე,სწორედ ამ ერთი შეხედვით მარტივ მოძრაობებს გადაყავს ქომაგი ჭკუიდან,სწორედ ეს "არანორმალურები"აყვარებენ მილიონობით ხალხს სპორტის ამა თუ იმ სახეობას და ასეთები ხშირად არ დაიბადებიან საბედნიეროდ,რამდენიმე და ვინჩი,რამდენიმე მოცარტი,ბეთხოვენი გალაქტიონი ეს ხომ აბსურდია უფალი ამას არ დაუშვებს. პ.ს.ისე,მეც ჩვეულებრივი,ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ქომაგი ვარ და რომ გავიფიქრებ ხოლმე,რომ ამ "არანორმალურმა"რამდენიმე წელში კარიერა უნდა დაამთავროს,ძალიან ვნერვიულობ არ მეთმობა ეს ფანტასტიკა.
sake
12:51 04-05-2019
0

სიახლეები პოპულარული