"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ არ დამალა, რომ უკვე ფიქრობს, თუ როგორი იქნება გუნდი, როდესაც თამაშს თავს თავდამსხმელი ლეო მესი დაანებებს.
"არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ითამაშებს მესი - 3, 4, 5 წელი, შესაძლოა, 45 წლამდეც. მუდამ ვეუბნები ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს - დემბელეს, არტურს და ლანგლეს, სანამ შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ მისგან და მაქსიმალურად გამოიყენონ ყოველი წუთი.
დარწმუნებული ვარ, ლეო ჩვენგან არ წავა. ეს ერთი გუნდის მოთამაშეა. როდესაც ფეხბურთს თამაშს თავს დაანებებს, მაინც ჩვენთან დარჩება", - განუცხადა ბარტომეუმ "გარდიანს".
მესიმ "ლივერპულთან" მატჩში
"ბარსელონაში" მე-600 გოლი გაიტანა.
ლეოს ფანისთვის, ალბათ ჩამომენგრევა ყველაფერი, ამას ალალად გეუბნებით.