ფლორენტინო პერესმა როგორც იქნა, ტრანსფერებზე დიდი ფულის დახარჯვა გადაწყვიტა

AutoSharing Option
"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ეტყობა მიხვდა, რომ სერიოზული ინვესტიციების გარეშე გუნდს მძიმე მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანს.

ამ სეზონში ბლანკოსმა ყველა ფრონტზე ფიასკო განიცადა და AS-ის ცნობით, პერესი საზაფხულო ტრანსფერებზე 500 მილიონ ევროს გამოყოფს.

"სამეფო კლუბმა" უკვე შეიძინა "პორტუსა" და ბრაზილიის ნაკრების 21 წლის მცველი ედერ მილიტაო, ამ დღეებში კი "ჩელსის" ნახევარმცველის ედენ აზარის ტრანსფერსაც გაჩარხავს.

ამას გარდა, "რეალი" კრისტიან ერიკსენის (ტოტენჰემი), ტანგი ნდომბელეს (ლიონი) და პოლ პოგბას (მანჩესტერი) შეძენას გეგმავს.

ზაფხულში გუნდს არაერთი ფეხბურთელი და მათ შორის თავდამსხმელი გარეთ ბეილი დატოვებს,
რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა ნავთსაყუდელის გამოცვლა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აქამდე ხომ აი რასამბობთ არ ხარჯავდა ბევრ ფულს :(( საკმარისს ხარჯავდა უბრალოდ ზოგიარ ამართლებდა და ზოგიც ახალგაზრდაა და დრო სჭირდება უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბებისათვის :))
6
კაია გაზლიერდეს რეალი კლასიკოებს ცოტა აზრი მიეცემა.d.d.
barsa
01:23 04-05-2019
5

სიახლეები პოპულარული