"ბარსელონაში" სიტუაცია დაიძაბა: ფეხბურთელები ერთმანეთისა და მწვრთნელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ბარსელონას" ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან გუნდში ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და ჟერარდ პიკეს პრივილეგირებული მდგომარეობით.

ისინი უსამართლობად თვლიან, რომ აღნიშნულ სამ ფეხბურთელთან განსკაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა აქვს მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს. ეს ყველაფერი, მათი აზრით, გუნდს ზიანს აყენებს. ისინი 55 წლის ვალვერდეს ადანაშაულებენ, რომ კოლექტივის მართვისას სისუსტეს იჩენს.

ვალვერდემ "ბარსელონა" 2 წლის წინ ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდმა 4 ტიტული მოიგო- 2 ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერთასი. მისი ხელმძღვანელობით "ბარსელონას" კიდევ ერთი
ტიტულის მოგება შეუძლია, თასის წლევანდელი გათამაშების ფინალში კატალონიელები "ვალენსიას" ხვდებიან.



მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველაფერი კაი ჩემო ბატონო, მაგრამ ის ჩრდილოეთ კორეაა თქვენ რომ გულისხმობთ.

პატივისცემით: სსსს
სსსს
01:18 12-05-2019
1
არ შეგიძლიათ უბრალოთ ლივერპულს მიულოვოთ და თქვათ რომ იმსახურებდა მესისტები ხართ ვხვდები ის მაინც თქვით რომ მესი კარგი ფეხბურთელია მაგრამ ვერ ითამაშა არ გამოუვიდა ვერ შეძლო არა ეს თქვენ როგორ გეკადრებათ ჩაისვარა თქვენმა მესიმ და უკვე ბევრჯერ კრიშტიანოს არ შეადაროთ
მმმმ
00:23 12-05-2019
17

სიახლეები პოპულარული