ზიდანს პოგბას შეძენა უნდა, "რეალის" ხელმძღვანელობა სხვა აზრზეა

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბას შეძენა სურს.

თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერის მიზნობრიობაში შეაქვს ეჭვი. პოგბას სავარაუდო სატრანსფერო ფასი 180 მილიონი ევრო იქნება და ამდენი ფულის იმ ფეხბურთელში გადახდა, რომელიც მნიშვნელოვან შეხვედრებში არაფრით გამოირჩევა, საკამათოა. "რეალის" მმართველები თვლიან, პოგბას ნაცვლად ზიდანმა ფსონს "ტოტენჰემის" დანიელ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენზე უნდა ჩამოვიდეს, ან "აიაქსიელ" დონი ვან დე ბეეკზე.

აღნიშნულ სეზონში, როგორც მადრიდის "რეალს", ისე პოლ პოგბას არაფერი მოუგიათ. "რეალი," დიდი ალბათობით, ჩემპიონატს მესამე ადგილზე დაასრულებს,
ხოლო პოგბას "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრანგული სოლიდარობა.
ზიზუ
09:56 12-05-2019
0
რა პოგბა აუტყდა,
ზაზა
22:36 11-05-2019
0

სიახლეები პოპულარული