ხავი: ანტუან გრიზმანმა გასულ წელს "ბარსელონა" გაანაწყენა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ხავიმ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის კატალონიურ გუნდში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"მესმის, შარშან გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლაზე რომ უარი თქვა, ამან ფეხბურთელები გაანაწყენა. მიზეზი მხოლოდ საფეხბურთო რომ ყოფილიყო, პირადად მე შევეცდებოდი, ფეხბურთელებისთვის ამეხსნა ამ ფორვარდის დამატების აუცილებლობა.

თუმცა, უნდა შევხედოთ, ვის სურს მასთან კონტრაქტის გაფორმება. სპორტულ დირექტორს? ვალვერდეს? კლუბის პრეზიდენტს? მე რომ გუნდში დავბრუნებულიყავი და გრიზმანთან ხელშეკრულების გაფორმება მომენდომებინა, მოთამაშეები კი ამის წინააღმდეგ წასულიყვნენ, მათ დაველაპარაკებოდი. საბოლოო გადაწყვეტილებას მე მივიღებდი.

სხვა საქმეა, თუ ანტუანის დამატება მწვრთნელს სურს. ეს უკვე
პრობლემა იქნებოდა", - ციტირებს ხავის კატალონიური "სპორტი".

გრიზმანმა განაცხადა, რომ "ატლეტიკოს" ტოვებს. მის მსურველ კლუბს კონტრაქტის გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ფეხბურთელია გრიზმანი რას ერჩიან. მართალია ბევრი იჭოჭმანა შარშან,მაგრამ...
sdfffff
03:53 24-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული