დელ ბოსკე: მე მბაპეს უფრო შევიძენდი, ვიდრე ნეიმარს

AutoSharing Option
MARCA-ს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ საკუთარ გუნდში კილიან მბაპეს უფრო ისურვებდა, ვიდრე ნეიმარს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მისი აზრით, მბაპე როგორც მენტალურად, ისე წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით უფრო მომწიფებულია, ვიდრე ბრაზილიელი შემტევი.

ორივე ფეხბურთელს აკავშირებენ მადრიდის "რეალთან", თუმცა მადრიდელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელის აზრით, საკმარისია ერთი მათგანის შეძენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე მათგანია ხელმისაწვდომი.

"მე კონტრაქტს მბაპესთან  გავაფორმებდი, რადგან ის უფრო გონიერია, ვიდრე ნეიმარი.

ბრაზილიელი უმიზნოდ მორბენალ ბავშვს მაგონებს" - თქვა მადრიდელთა ლეგენდამ.

ვისენტე ასევე შეეხო "რეალის" განვლილ სეზონს და აღნიშნა, რომ ცუდი სეზონის მიუხედავად, "თეთრებს" ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ.

"მათ ძალიან კარგი მოთამაშეების ჯგუფი ჰყავთ, თუმცა შედეგი არ ჰქონდათ. სეზონის მიმდინარეობისას მწვრთნელის ორჯერ შეცვლა ყველაზე ცუდია, რაც კლუბს შეიძლება დაემართოს. სამივე მათგანი იცნობდა მადრიდს, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოხდა."

ვისენტე დელ ბოსკე მადრიდის "რეალს" 1999 წლიდან 2003 წლამდე წვრთნიდა, ხოლო როგორც ფეხბურთელს, "ბლანკოსის" შემადგენლობაში მხოლოდ ლა ლიგის ფარგლებში 445 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეთანხმები სენიორ ვისენტეს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად რაც მთავარია ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, ნეიმერი კი აწი ვეღარ მოუმატებს და თან ტრავმებისკენაა მიდრეკილი
llcl
17:41 23-05-2019
3
ეეჰ, ვინ იყიდის, თორემ ბაიერნში მომცა მბაპე, ერთი თი წელი მზართეძოზე წამოვწვებოდი.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული