"რეალმა" "ნაპოლის" კულიბალის სანაცვლოდ 90 მილიონი შესთავაზა

AutoSharing Option
Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ მადრიდის "რეალმა" იტალიურ "ნაპოლის" ცენტრალური მცველი კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო შესთავაზა.

როგორც გამოცემა აცხადებს, "სამეფო კლუბმა" 27 წლის მცველის თაობაზე კლუბს ოფიციალურად მიმართა, თუმცა ნეაპოლელებმა გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადეს.

წლევანდელ სეზონში კულიბალიმ ყველა ტურნირზე ჯამში 48 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა. ფეხბურთელს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს. ტრანსფერმარკეტის მიხედვით, სენეგალელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევრო გახლავთ. საკუთარი ქვეყნის ნაკრებში კულიბალის 32 შეხვედრა აქვს
ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული