ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსიასთან" წაგების (1:2) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ გააკეთა.
"მატჩისას გუნდის რეაგირებით კმაყოფილი ვარ. ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო.
როდესაც ჩემპიონატს იგებ, ეს ყოველთვის კარგი სეზონია, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ბოლოს ტკბილ-მწარე კვირები გვქონდა", - ციტირებს პიკეს "ბარსას" საიტი.