"რეალის" კაპიტან სერხიო რამოსს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან და გუნდის გამოცვლა სურს.
AS-ი ირწმუნება, რომ სერხიომ პერესს ერთ-ერთ ჩინურ გუნდში უფასოდ გაშვება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. 33 წლის რამოსს უნდა, კონტრაქტი გაუწყვიტონ და მზადაა, 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით ასაღებ ხელფასზე უარი თქვას, რომელიც სეზონში 12.5 მილიონ ევროს შეადგენს.
პერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა გუნდისთავს, თუ მის ტრანსფერში 100 მილიონს გადაიხდიან.
რადიო Cadena SER-მა რამოსის და პერესის მოკლე დიალოგის სტენოგრამა გამოაქვეყნა:
- უფასოდ გაგიშვა? რომ გაგიშვა,
მცველის შეძენა მომიწევს, ეს კი ძვირი სიამოვნებაა.
- ფლორენტინო, თქვენ თქვით, რომ რონალდოს შემცვლელს იყიდიდით, მაგრამ ასე არ მოიქეცით, რის გამოც გუნდი დაზარალდა.
"რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზეც წარუმატებლობა განიცადა, ხოლო პრიმერაზე "ბარსას" 18 ქულით ჩამორჩა და ზედიზედ მეორე წელია პირველ ორეულში ვერ ხვდება, რაც უკანასკნელად 45 წლის წინ მოხდა.