სერხიო რამოსს ბანკის 35-მილიონიანი სესხის გამო უნდა, დატოვოს "რეალი"

AutoSharing Option
ტელეარხი Golazo de Gol-ი ირწმუნება, რომ "რეალის" მცველ სერხიო რამოსს ფინანსური პრობლემები აქვს და ამიტომ ცდილობს გუნდის გამოცვლას.

გამოცემის მტკიცებით, 33 წლის ფეხბურთელმა მადრიდის გარეუბანში მიწის ნაკვეთი სახლების მშენებლობისთვის შეიძინა და ამისათვის Banco Santander-ისგან 35-მილიონევროიანი სესხი აიღო. თუმცა ქალაქის მუნიციპალიტეტმა მშენებლობის უფლება არ დართო და სერხიოს პრობლემა შეექმნა.

ის უკვე ვალის დაბრუნებას ცდილობს და ამიტომ სურს გუნდის გამოცვლა - ჩინურ გუნდში გადასვლის შემთხვევაში კი ე.წ. პადიომნის აიღებს და სესხსაც დაფარავს.

პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი ვარიანტი ნაყიდი მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებაა,
რა თქმა უნდა, თუ დაიბრუნეს.

ცნობისათვის, რამოსის წლიური გასამრჯელო 12.5 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
არჩევნებს დაელოდოს და იქნებ ვალების განულების პროგრამაში მოხვდეს
გუგა
11:08 30-05-2019
0
სერხიო, რა პრობლემაა დამირეკე და მე გასესხებ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული