Football Espana: ფლორენტინო პერესმა სერხიო რამოსს "რეალის" დატოვება გადააფიქრებინა

AutoSharing Option
Football Espana-ს ცნობით, "რეალის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან გასაუბრების შემდეგ მცველმა სერხიო რამოსმა გუნდის დატოვება გადაიფიქრა.

გადაწყვეტილების მიღებამდე სერხიო კლუბსა და ახლობლებს გაესაუბრა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსმა ბანკიდან 35-მილიონევროიანი სესხი აიღო, პრობლემები შეექმნა და ამიტომ უნდა ჩინურ გუნდში გადასვლა.

ყველა ესპანური გამოცემა იუწყება, რომ დღეს საღამოს სერხიო პრესკონფერენციას ჩაატარებს და ყველაფერს განმარტავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული