Football Espana-ს ცნობით, "რეალის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან გასაუბრების შემდეგ მცველმა სერხიო რამოსმა გუნდის დატოვება გადაიფიქრა.
გადაწყვეტილების მიღებამდე სერხიო კლუბსა და ახლობლებს გაესაუბრა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსმა ბანკიდან 35-მილიონევროიანი სესხი აიღო, პრობლემები შეექმნა და ამიტომ უნდა ჩინურ გუნდში გადასვლა.
ყველა ესპანური გამოცემა იუწყება, რომ დღეს საღამოს სერხიო პრესკონფერენციას ჩაატარებს და ყველაფერს განმარტავს.
სერხიო რამოსს ბანკის 35-მილიონიანი სესხის გამო უნდა, დატოვოს "რეალი"
"რეალი" თანახმაა, სერხიო რამოსი 100 მილიონად გაყიდოს - ის პერესს სეზონის ჩაგდებაში ადანაშაულებს