"ბარსელონამ" ანტუან გრიზმანის ტრანსფერი გაყინა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა.

ბარტომეუ თვლის, რომ ეს ზედმეტად ძვირი და სარისკოა, რადგან "ატლეტიკოსგან" გრიზმანის კონტრაქტის გამოსყიდვა 120 მილიონი ევრო დაუჯდება.

თანაც, ანტუანის წლიური ხელფასი 17 მილიონია და ამაზე ნაკლებს "ბარსაშიც" არ დათანხმდება.

გრიზმანს შარშან ჰქონდა "ბარსელონაში" გადასვლის შანსი, მაგრამ ასე არ მოიქცა, ამან კი კატალონიური გუნდის ფეხბურთელები გააღიზიანა და ახლა მისი ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული